თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული პროექტის, ,,უსმინე ქართულს” ფარგლებში, ამჯერად მაყურებლის წინაშე, დისტანციურად, ონლაინ ჩართვის საშუალებით, ლელა წურწუმია წარდგა.
მან საკუთარი რეპერტუარიდან ყველაზე ცნობილი სიმღერები შეასრულა.
ლელამ აღნიშნა, რომ საკუთარ მსმენელთან შეხვედრა ძალიან მოენატრა.
კონცერტი თბილისის მერიის გვერდის საშუალებით გადაიცა.