რას ელიან წლევანდელი „ოქროს ტალღისგან“ წლის სიმღერის ჯილდოს მფლობელები ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე

1475

ნოდიკო ტატიშვილსა და სალომე ბაკურაძეს, გარდა იმისა, რომ დიდი ხნის მეგობრები არიან და ნოდიკო სალომეს ვაჟის, სანტის ნათლიაც არის, საკმაოდ ახლო საქმიანი ურთიერთობებიც აკავშირებთ. მათ 2018 წელს ჩაწერეს სანატრელი დუეტი „ერთხელ წვიმიან ქალაქში“, მასზე გადაღებული კლიპი, რომელიც ნესტან სინჯიკაშვილს ეკუთვნის და 10 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაფასდა წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიაზე და „ოქროს ტალღის“ მთავარი ჯილდო მოიპოვა.

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ დაარსებული „ოქროს ტალღა“ ახლოვდება და გადავწყვიტეთ, ნოდიკოსა და სალომესთვის გვეკითხა, რა მოუტანა მათ ამ ჯილდომ და რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყანაში ასეთი ტიპის დაჯილდოების არსებობა. ნოდიკოს და სალომეს „ორანჟერიაში“ შევხვდით. (ინტერვიუ ვრცლად)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები