გამორჩეული სიახლის სერიაში უბრალოდ ჩაშვება არ შეიძლება. საავტომობილო კომპანიები საინტერესო მოდელების პრემიერას ხშირად განსაკუთრებული პირველი ეგზემპლარით იწყებენ ხოლმე.
ასეთი მანქანები ექსკლუზიურ გაფორმებას იღებენ და ხშირად კონვეიერიდანვე აუქციონზე ხვდებიან, სადაც გიჟურ თანხებად სხვისდებიან.
მაშინაც კი, თუკი ფირმა მოკრძალებულად მოიქცა და Vin 001 ნომრით ავტომობილი ზედმეტი ხმაურის გარეშე გამოუშვა, ადრე თუ გვიან მოდელი მაინც მოხვდება ბაზარზე და განსაკუთრებული სტატუსით ბევრ ავტომოყვარულს მიიზიდავს.