პორტალ iSeeCars-ის სპეციალისტებმა 2018 წლის სამოდელო ხაზის 1,1 მილიონამდე ავტომობილი შეისწავლეს, დაადგინეს თუ რა ფასად გაიყიდა ეს მანქანები 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ოქტომბრამდე პერიოდში და ორი სია შეადგინეს. ერთ სიაში ის ავტომობილები მოხვდნენ, რომლებიც გასული 5 წლის განმავლობაში სხვებზე მეტად გაუფასურდნენ, მეორეში კი ისინი რომლემბაც ფასი ნაკლებად დაკარგეს.
პირველ სიაზე უკვე მოგახსენეთ, ამჯერად კი მეორე ჯგუფის დროა.
ამ ჩამონათვალში არიან მხოლოდ ის პრემიალური მოდელები, რომლებიც ბიზნეს-სედანებს, ლიფტბეკებს, ყველგანმავლებს და ძვირადღირებულ კროსოვერებს წარმოადგენენ.