LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 20 წლის BMW M3 აუქციონზე 112 000 დოლარად გაიყიდა

114
20 წლის BMW M3 აუქციონზე 112 000 დოლარად გაიყიდა

2004 წლის ცისფერი ფერის BMW M3 ორი ახალი Exeed RX-ის ფასად გაიყიდა. Bring a Trailer-ის ონლაინ აუქციონზე უნიკალური ვერსიის M3-მა ახალი მეპატრონე ძალიან მარტივად იპოვა. ეს კუპე ჩრდილოეთ ამერიკული ბაზრისთვის შექმნილი 19 ეგზემპლარიდან ერთ-ერთია.

ძარა ცისფერ Laguna Seca Blue ფერშია შესრულებული და 18 დიუმიანი საბურავების ბაზითაა დასრულებული. უნიკალურ მოდელში უცნობმა მყიდველმა 112 ათასი დოლარი გადაიხადა.

ავტომობილი მოძრაობაში 3,2 ლიტრის „ექვსიანს“ მოჰყავს და აგრეგატს 333 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ოდომეტრის მაჩვენებელი 29 ათასი მილი, ანუ დაახლოებით 46,7 ათასი კილომეტრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები