ბევრი ადამიანისთვის საავტომობილო აუქციონი ეს არის შანსი იაპონიიდან ან აშშ-დან მოკრძალებული მანქანა ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს. თუმცა, მდიდარი მყიდველებისთვის ეს სიტყვათა შეთანხმება სულ სხვა რამეს ნიშნავს, რამეთუ აუქციონზე ხშირად არამხოლოდ ძველი ან იშვიათი, არამედ ნამდვილად უნიკალური ეგზემპლარებიც იყიდება, ისეთები რომლებსაც ანალოგები უბრალოდ არ ჰყავთ.
ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ ასეთი რარიტეტებისთვის მთელ ქონებას იხდიან: გამონაკლის შემთხვევებში საუბარი არა ათობით არამედ ასობით მილიონ დოლარზეა.
მოდით, თვალი გადავავლოთ 2022 წლის აუქციონების ყველაზე ძვირადღირებულ, გამორჩეულ მოდელებს.