Voyah-მა ფლაგმანი კროსოვერი Taishan წარადგინა. ეს არის ყველგანმავალი 5,2 მეტრის სიგრძით, ექვსადგილიანი სალონით და ჰიბრიდული ძალოვანი დანადგარით, რომელსაც 1120 კილომეტრამდე სავალი მარაგი აქვს, თან დამუხტვის გარეშე. ჩინეთის ბაზარზე მისი ფასი, ადგილობრივი მედიის შეფასებით, 450 000 იუანიდან დაიწყება და კონკურენციას Aito M9-სა და Zeekr 9X-ს გაუწევს. შეკვეთების მიღება ჩინეთში სექტემბრის ბოლომდე დაიწყება.
Voyah Taishan-ის ექსტერიერი Rolls-Royce-ს ჰგავს ძალიან: მას აქვს ორ ტონალობაში შეღებილი ძარა, გრძელი კაპოტი, ქრომირებული რადიატორის ბადე და 22-დიუმიანი საბურავები ბრენდის ლოგოთი.
კროსოვერის სიგანე ზუსტად 2 მეტრია, სიმაღლე – 1,8 მეტრი. Voyah სალონთან დაკავშირებულ დეტალებს ჯერ არ ასაჯაროებს, თუმცა ცნობილია, რომ ის Huawei-ის Harmony Space 5 მედია სისტემას მიიღებს.
Huawei Taishan-ს უზრუნველყოფს მძღოლის დამხმარე სისტემებითა და ავტოპილოტით, რომელიც 30 სენსორსა და ოთხ გადამცემზე დაფუძნდება.
ჰიბრიდული ძალოვანი დანადგარი მოიცავს 1,5-ლიტრიან ტურბო ძრავს 150 ცხენის ძალით და ორ ელექტროძრავს. 65 კილოვატსაათიანი ელემენტი WLTP ციკლით 300 კილომეტრამდე სვლის მარაგს უზრუნველყოფს, ხოლო საერთო სავალი მარაგი დაახლოებით 1120 კილომეტრს მიაღწევს.