ტოტალური ელექტროფიკაცია საავტომობილო სამყაროს მთავარ ტრენდად რჩება. შეცვლილ პირობებთან შეგუება უწევს პრაქტიკულად ყველა კომპანიას, მათ შორის სპორტქარების მწარმოებლებსაც.
„მწვანე“ სიახლეები რეგულარულად ჩნდება, ზოგიერთი მათგანი კი გასაოცარი სიმძლავრითა და დინამიკითაა გამორჩეული.
ჩვენს გალერეაში – უახლესი როდსტერები, ყველგანმავალი კუპეები, ჰიპერქარები და ელექტროენერგიაზე მომუშავე დრეგსტერები მოხვდა. მათ შორისაა არამხოლოდ სერიული მანქანები, არამედ კონცეპტები რომლებიც კონვეიერზე სავარაუდოდ არასდროს დადგება.
ასეა თუ ისე თითოეული მოდელი სფეროს განვითარების დემონსტრირებისთვის მშვენიერი მაგალითია.