გლობალური ავტო ბაზრის ელექტრომობილების სეგმენტს საუკეთესო დრო ნამდვილად არ უდგას და ზოგიერთი ფირმა თავდაპირველ გეგმაზე და მასშტაბებზე უარს ამბობს. თუმცა, სხვა კომპანიები ტოტალური ელექტრიფიცირების გზაზე გაჩერებას არ აპირებენ.
ხაზში საწვავზე მომუშავე მოდელების შენარჩუნებასთან ერთად, ისინი მათ „ელემენტიან“ ალტერნატივებსაც ქმნიან. ცოტა ხნის წინ ბაზარზე გამოვიდა რამდენიმე ბრენდის „ელექტროქარი“. მსგავს სიახლეებს შორისაა – კროსოვერი, სედანი და ჰეტჩბეკი სხვადასხვა ქვეყნებიდან.





