Lexus GX პიცის საცხობ ღუმელად გადააქციეს. იაპონური ბრენდი საოჯახო ტექნიკის მწარმოებელ Monogram-ს დაუმეგობრდა და საინტერესო კონცეპტი GX წარადგინა. მდიდრული ყველგანმავალი საცხობი ღუმელით, მინი ბარით და „უნიკალური კულინარიული გამოცდილებისთვის“ საჭირო სხვა ატრიბუტებით აღჭურვეს.
ეს GX – მხოლოდ კონცეპტია, რომელსაც ცოცხლად Food & Wine Classic-ის გამოფენაზე, კოლორადოში წარადგენენ.
აღსანიშნავია, რომ მანქანას გზაზე ნამდვილად არ გაუშვებენ.




