მიუხედავად ეკოლოგების პრეტენზიებისა და ნორმების გამკაცრებისა, პიკაპებზე ბევრ ბაზარზე ისევ დიდი მოთხოვნაა. ამასთან, ასეთი მოდელების ყველაზე გავრცელებული ნაკლი – საწვავის მოხმარება და გამონაბოლქვის მაღალი მაჩვენებელი – ჰიბრიდული ან ელექტრონული აგრეგატის გამოყენებით ბათილდება.
სეგმენტში ბოლო დროინდელ პრემიერათა შორისაა – ასკეტური ელექტრო-პიკაპი ტრანსფორმერები ამერიკული სტარტაპისგან, იაპონურ-ჩინური სატვირთო, ორი ჰიბრიდი ჩინეთიდან და სიახლე კორეული კომპანიისგან.





