ამერიკულმა კომპანიამ Ram ახალი პიკაპი Rampage წარადგინა და მოდელი განვითარებადი ქვეყნებისთვისაა შექმნილი. Ram Rampage-ის სრულყოფილი პრემიერა 2024 წლის ბოლოსთვის შედგება, მანამდე კი სიახლის შეთვალიერება ოფიციალურ ფოტოებშია შესაძლებელი. დამტკიცდა სახელწოდებაც : სახელი Rampage კომპაქტურ პიკაპს ეკუთვნოდა და მოდელი 1982-დან 1984 წლამდე პერიოდში გამოდიოდა.
წინასწარი ინფორმაციით, Rampage მოძრაობაში 2 ლიტრის მოცულობის ძრავს, Hurricane-ს მოჰყავს, აგრეგატს რომელიც Jeep Wrangler-ს აქვს.
Ram Rampage ლათინური ამერიკის ქვეყნებისთვის შეიქმნა და პროექტში აქტიური მონაწილეობა მიიღეს კომპანიის ბრაზილიური დანაყოფის ინჟინრებმაც.