პიკაპები პოპულარობას არ კარგავენ როგორც აშშ-ს, ასევე სხვა ქვეყნების ავტო ბაზრებზეც. ძალიან ხშირად ყველაზე საინტერესო სიახლეებიც სწორედ ამ სეგმენტში გვხვდება ხოლმე: ამისთვის საკმარისია მხოლოდ Tesla Cybertruck-ის გახსენებაც.
ახალი „სატვირთოები“ რეგულარულად ჩნდებიან, თანაც არამხოლოდ ლეგენდარული მწარმოებლების მოდელები, არამედ ნაკლებად ცნობილი სტარტაპებისაც.
ჩვენს გალერეაში თავმოყრილია ბოლო დროინდელი სიახლეები დამწყები კომპანიების შტატებიდან, იაპონიიდან და ვიეტნამიდანაც კი. თითქმის ყველა ავტომობილი შიდა წვის ტრადიციული აგრეგატითაა აღჭურვილი, როგორც ჩანს, ამ კლასში ბენზინის მანქანების გადაგდებაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა.