LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ახალი Toyota Tacoma ციდან გადაიღეს

121
toyota

კომპანია Toyota-მ ახალი Tacoma ყოველგვარი შენიღბვის გარეშე აჩვენა, თუმცა ძალიან ზემოდან. უახლესი თიზერი მთებშია გადაღებული და მასზე ერთდროულად ორი სიახლე პოზირებს, შავ და თეთრ ფერში შესრულებული. დეტალების დანახვა რთულია, თუმცა პიკაპის ღია ვერსიაში კონტრასტული შავი სახურავი გარკვევით ჩანს.

მოკლედ, მეოთხე თაობის Tacoma-ს ცოტა საიდუმლო დარჩა, ცნობილია მოდელის ექსტერიერი და ტექნიკური დეტალებიც.

როგორც მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, Tacoma 2,4 ლიტრის ტურბო ძრავზე გადავა და აგრეგატს 269 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება. სერიულ ხაზში იქნება ჰიბრიდული ვერსიაც, რომლის სიმძლავრეც 367 ცხენის ძალას მიაღწევს.

სიახლის პრემიერა 19 მაისისთვისაა დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები