LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ახალი Volkswagen Golf R ისტორიაში ყველაზე მძლავრი იქნება

111
ახალი Volkswagen Golf R ისტორიაში ყველაზე მძლავრი იქნება

ახალი ჰეტჩბეკი Volkswagen Golf R მოდელის ისტორიაში ყველაზე მძლავრია. Volkswagen Golf-ის განახლებული საბაზისო ვერსია ჯერ კიდევ იანვრის თვეში წარმოადგინეს, მოგვიანებით იყო მოდელი GTI და ბოლოს ყველაზე ცხელი სიახლე, უძლიერესი GTI CLubsport, რომელიც მაისის ბოლოს ნიურბურგრინგზე აჩვენეს. ჰეტჩბეკი მოდელის ისტორიაში ყველაზე მძლავრის სტატუსს მიიღებს.

ახალმა Golf R-მა მოდერნიზებული 2,0 ლიტრის მოცულობის 4 ცილინდრიანი ტურბო ძრავა მიიღო და აგრეგატს 330 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ჭორები დადის კიდევ უფრო მძლავრი Golf R Clubsport-ის გამოსვლის შესახებ, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არსებობს. სიახლეს პირველი 100 კმ-ს განვითარება 4,6 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები