LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ახალმა Nissan Sentra-მ ძალიან დახვეწილი ინტერიერი მიიღო

101
ფოტო ახალმა Nissan Sentra-მ ძალიან დახვეწილი ინტერიერი მიიღო

კომპაქტური ოთხკარიანი სედანების სეგმენტი გასაოცრად კონკურენტუნარიანია — ბაზარზე რჩება ბევრი საინტერესო და ხელმისაწვდომი მოდელი, მათ შორის Nissan Sentra. სწორედ ამიტომ, Nissan ინარჩუნებს Sentra-ს და ამასთან მის გაუმჯობესებაზეც ზრუნავს. შედეგად, 2026 წლის Nissan Sentra იღებს ახალ იერს, უფრო პრემიუმ მახასიათებლებს ტოპ-ვერსიებისთვის და ახალ  მიდგომას SR მოდელისთვის.

ორი განსხვავებული „სახე“ Sentra-სისტორიაში პირველად  ექნება. სპორტული Sentra SR-ის ამოცნობა ყველაზე მარტივია — მას აქვს მთლიანად შავ ფერში შესრულებული დეკორი და SR ნიშნები. დანარჩენი ვერსიები იღებენ განსხვავებულ, ძირითადად კორპუსის ფერში შესრულებულ ბადეს, რომელიც უფრო სოლიდურ და პრემიუმ განწყობას ქმნის.

ორივე ბადეს აქვს დიაგონალური ზოლები, რომლებიც ქმნიან V-ფორმას — ეს ბრენდის ხელწერაა V-motion დიზაინში. მათ გვერდს უმშვენებს წვრილი, ჰორიზონტალური LED დღის ფარები, რომლებიც ბადის ზედა ნაწილში იჭრებიან Nissan-ის ემბლემისკენ.

საერთო ჯამში, 2026 Sentra-ს ექსტერიერის განახლება წარსულ თაობებთან შედარებით დიდი ცვლილებაა— ის გახდა უფრო თანამედროვე, სპორტული და თავდაჯერებული, რაც დაეხმარება მას ისეთი კონკურენტების ფონზე გამოჩენაში, როგორებიცაა Honda Civic და Toyota Corolla.

2026 წლის Sentra კვლავ იყენებს ატმოსფერულ 2.0-ლიტრიან ოთხცილინდრიან ძრავს, რომელიც გამოიმუშავებს 149 ცხენის ძალას.

სიახლე დილერებთან 2025 წლის ბოლოსთვის გამოჩნდება. ფასები მოგვიანებით გამოცხადდება, თუმცა დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. დღევანდელი Sentra ერთ-ერთი ყველაზე იაფი ახალი ავტომობილია — საბაზრო ფასი იწყება 22 730 დოლარიდან, ხოლო მაქსიმალურად აღჭურვილი ვერსია დაახლოებით 30 000 დოლარამდე ადის. მოსალოდნელია, რომ განახლებული ვერსიის ფასიც იმავე დიაპაზონში დარჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები