მაშინ როცა მსოფლიო ავტო ბაზარზე ჩინური მოდელების კონცენტრაცია სულ უფრო და უფრო იზრდება, ოკეანის მიღმა მრავალფეროვნება საკმაოდ დიდია. ყველგანმავლის შეძენის მსურველები არც თუ ისე მარტივი დილემის წინაშე არიან, რადგან არჩევანი საკმაოდ დიდია და შესაძლოა ჟურნალი Car and Driver-ის რეიტინგი კარგი დამხმარე იყოს.
გამოცემის სიაში ათობით მოდელია, რომლებმაც ესა თუ ის პოზიცია ტესტ-დრაივებზე და მომხმარებელთა შეფასებებზე დაყრდნობით დაიკავეს. თითოეულ მანქანას ამერიკელი ექსპერტების აზრიც მოჰყვება – შეფასება 10 ბალიანი სისტემითაა, იქვეა პლუსები, მინუსები და საბოლოო ვერდიქტი.