LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Armani-ის, Bvlgari-ის და Kartell-ის სამ ცალ Fiat-ს აუქციონზე გაყიდიან

130
fiat

სამი ცალი ექსკლუზიური Fiat 500e ახალ მეპატრონეს ეძებს. უნიკალური ელექტროქარების ტრიო, რომელთა შექმნაშიც სამი ცნობილი ბრენდი Bvlgari, Kartell და Armani მონაწილეობდა, აუქციონზე გაიყიდება. ვაჭრობა აშშ-ში 7 დეკემბერს გაიმართება და შემოსული თანხა არაკომერციულ ეკოლოგიურ ორგანიზაციას გადაერიცხება. უნდა აღინიშნოს, რომ Fiat 500e აშშ-ში საერთოდ არ იყიდება, რაც პოტენციურ მეპატრონეებში მას კიდევ უფრო მოთხოვნადს ხდის.

იტალიური ბრენდების ელექტროქარები ახლები ნამდვილად არ არის, ისინი ჯერ კიდევ 3 წლის წინ წარადგინეს, 2022 წელს კი ლოს-ანჯელესის ავტოსალონზე გამოფინეს. თითოეულ ელექტროქარს თავისი უნიკალური დიზაინი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები