ბრენდი Cupra ევროპულ ბაზარზე ახალბედაა და მისი მთავარი იდეა ბევრად უფრო ემოციური და უფრო „პრემიული“ მანქანების შექმნაა, ვიდრე კომპანია SEAT უშვებს.
სპეციალისტები სხვადასხვა რეცეპტებით მუშაობენ: აუმჯობესებენ „სიეტებს“, Volkswagen-ის ჯგუფის სხვა დანაყოფების მოდელებს აძლიერებენ და ქმნიან სრულად ორიგინალურ მანქანებსაც.
მაგალითად, ბარსელონაში წარმოდგენილი კროსოვერი Cupra Terramar – „აუდი“ Q3-ის ღვიძლი ძმაა. სიახლის უკეთ გაცნობა ჩვენს გალერეაში შეგიძლიათ.