ყოველ წელს აუქციონის სახლები ყველაზე უნიკალურ, უიშვიათეს და უჩვეულო ავტომობილებს ყიდიან, ისეთებს რომლებსაც მხოლოდ უნდა უყურო და აღფრთოვანდე. სიაშია ომამდე მოდელები, საკულტო არტისტების თუ მრბოლელების საყვარელი მანქანები, ტუნინგ-ატელიეების საავტორო პროექტები, ხაზში უნიკალური მოდელები, რომელთაგანაც თითოეული გიჟური თანხა ღირს.
გასულ წელს აუქციონზე გაიყიდა ყველაფერი, დაწყებული 100 წლის „მერსედესით“ და რაკეტა მობილი-რეკორდსმენით დასრულებული, რომელიც საათში 965 კილომეტრს ავითარებს.