LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: აუქციონზე Volkswagen-ის უნიკალურ დიზელის ჰეტჩბეკს გაყიდიან

112
ფოტო აუქციონზე Volkswagen-ის უნიკალურ დიზელის ჰეტჩბეკს გაყიდიან

აუქციონზე უნიკალურ Volkswagen XL1-ს, დიზელ-ელექტრონული ძრავის მქონე მოდელს გაყიდიან. უჩვეულო ავტომობილი პლაგინ-ჰიბრიდული მოწყობილობითაა აღჭურვილი. გერმანელმა ინჟინრებმა მთლიანობაში 250 ცალი ასეთი მანქანა ააგეს.

უნიკალური მოდელი, რომელიც 2015 წელსაა გამოშვებული, პირველივე დღიდან მხოლოდ ერთი მეპატრონის მფლობელობაში იყო და ამ ადამიანმა 20 ათასი კილომეტრის გავლა მოასწრო. უჩვეულო სატრანსპორტო საშუალებასთან გამომშვიდობებას მეპატრონე 69 950 ფუნტ სტერლინგად აპირებს.

მოდელი წარმოადგენს ყველა თანამედროვე ტექნოლოგიის განსახიერებას, რომელსაც 1 ლიტრი საწვავით 100 კილომეტრის გავლა შეუძლია. რამდენიმე პროტოტიპის შემდეგ გერმანელმა ინჟინრებმა ფინალური ვერსია წარადგინეს და 3900 მილიმეტრის ავტომობილმა აეროდინამიკური ძარა და ძალიან საინტერესო ვიზუალი მიიღო. მოდელის მასა 795 კილოგრამია.

ჰიბრიდის პრემიერის შემდეგ ფასი 111 000 ევროს შეადგენდა. თუკი გავრცელებული ფოტოებით ვიმსჯელებთ, ლოტმა პირვანდელი სახე თითქმის იდეალურად შეინარჩუნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები