LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბაკურციხე-წნორის ახალი გზა გაიხსნა

133
453505527_883154140512267_7305698082286491881_n

ბაკურციხე-წნორის ახალი 18 კმ-იანი მაგისტრალური გზა გაიხსნა.

პროექტის ფარგლებში აშენდა 18 კმ-იანი ასფალტ-ბეტონის 2-ზოლიანი მაგისტრალური გზა, 6 ხიდითა და გარე განათების სისტემით, სადაც, საქართველოში პირველად, გამოყენებულია ენერგოეფექტური მზის პანელები.

ბაკურციხე-წნორის ახალი მაგისტრალური გზა სამჯერ ამცირებს გადაადგილების დროს და 2.5-ჯერ ზრდის ავტოტრანსპორტის გამტარობას.

ახალი გზა გვერდს უვლის ქალაქ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს: ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგას, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს.

ბაკურციხე-წნორის ახალი გზა საერთაშორისო საგზაო მარშრუტის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ასფალტბეტონის 2-ზოლიანი საფარით, გარე განათების სისტემით და ამ მონაკვეთზე პირველად არის გამოყენებული ენერგოეფექტური მზის პანელები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაკურციხე-წნორის 18-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ გზის გახსნის შემდეგ ავტოტრანსპორტი აღარ იმოძრავებს მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელში, რაც ამ დასახლებების განტვირთვას უზრუნველყოფს.
პრემიერმა ხაზი გაუსვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერის განსაკუთრებულ როლს, ასევე მადლობა გადაუხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს, ბაკურციხე-წნორის მაგისტრალური გზის მშენებლობაში ჩართულ ყველა პირს.

„მომავალშიც გაგრძელდება ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება საქართველოს უკეთესი მომავლის მშენებლობისთვის, ჩვენი რეგიონების გაძლიერებისთვის და ქვეყნის პოტენციალის კიდევ უფრო მეტად განსავითარებლად. სწორედ ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. მთელი პოლიტიკური დისკუსია ძალიან ხშირად გადართულია ერთგვარ ვიწრო პოლიტიკურ საკითხებზე. ჩვენს მოსახლეობას, ქვეყანას, პირველ რიგში, აინტერესებს მშენებლობა, შენება, ასეთი პროექტების განხორციელება და ჩვენი ხელისუფლება სწორედ ამაზე იქნება ორიენტირებული და კონცენტრირებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.