LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Bentley ააშენებს ცათამბჯენს, სადაც თითოეულ აპარტამენტს ავტომობილისთვის განკუთვნილი ლიფტი ექნება

173
ბენტლი

ბრიტანული კომპანია Bentley საკმაოდ ამბიციურ პროექტზე მუშაობს. მაიამის სანაპიროზე უნდა აშენდეს ცათამბჯენი, სადაც თითოეულ ბინას ექნება თავისი სატვირთო ლიფტი – ავტომობილებისთვის. ლიფტი ავტომობილს პირდაპირ მფლობელის სართულზე აიტანს და ამისთვის ზედმეტი ღილაკებისთვის თითის დაჭერაც არ იქნება საჭირო, ტექნოლოგია ავტომატურ რეჟიმში იმუშავებს.

Bentley-მ გადაწყვიტა, რომ თავის საცხოვრებელ კორპუსში ფარეხი არა ქვედა სართულზე, არამედ აპარტამენტების გვერდით განათავსოს. მთლიანობაში 4 სატვირთო ლიფტის შექმნა იგეგმება და თითოეულს სულ ბოლო, 61-ე სართულამდე შეეძლება ასვლა. მთელი ეს პროცესი იმდენად კომფორტულია, რომ მძღოლსა და მგზავრებს სალონის დატოვებაც კი არ მოუწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები