Bentley Batur კუპე ვარდისფერი ოქროთი დაამშვენეს. ძვირფასი ლითონი გამოიყენეს სახელურებისა და საჭის ჩანართების დასამზადებლად, გარდა ამისა, მანქანას აქვს ძარის უნიკალური ფერი Black Rose და ტყავითა და ტვიდით დაფარული სალონი. ძრავი იგივეა – W12 6.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო, რომელიც 750 ცხენის ძალას უტოლდება.
Batur შეზღუდული იქნება და სულ 18 ეკზემპლარი გამოვა. ყველა მათგანი ოფიციალურ პრემიერამდე გაიყიდა და თითოეულის ფასი მინიმუმ 1,65 მილიონი ფუნტი სტერლინგია.


