LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Bentley-მ Continental GT-ის იუბილე ექსკლუზიური სპორტქარით აღნიშნა

125
bentley

ბრიტანულმა კომპანია Bentley-მ მოდელის იუბილეს აღსანიშნავად უნიკალური Continental GT გამოუშვა. Bentley Continental -ის პირველი თაობის დებიუტი 2003 წელს შედგა და 20 წლის განმავლობაში ბრიტანული სპორტქარი არამხოლოდ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოდელად იქცა, არამედ რამდენიმე თაობაც შეიცვალა და ლიმიტირებული ვერსიებიც მრავლად დააგროვა. ბუნებრივია, მრგვალი თარიღი მშვენიერ მიზეზად იქცა იმისთვის, რომ GT-ის განსაკუთრებული მოდიფიკაცია გამოეშვათ, მოდელი Bentley-მ შანხაის ავტოსალონზე წარადგინა.

საიუბილეო ვერსია Bentley Continental GT S-ის კუპეს ბაზაზე შეიქმნა.

ატელიე Mulliner-ის სპეციალისტებმა ორკარიანის განსაკუთრებული ვიზუალი შექმნეს, ინტერიერისთვის კი წითელი და შავი ფერი შეირჩა.

ტექნიკურად საიუბილეო მოდიფიკაცია სტანდარტული Bentley-ს შიგთავსს იმეორებს, მოდელი 550 ძალის, 4,0 ლიტრის V8 ძრავითაა დაკომპლექტებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები