კომპანია Bentley-მ იახტებისთვის მდიდრული ინტერიერი შექმნა. პროექტი განახორციელა გუნდმა, რომელიც Continental GT-ისა და Bentayga-ს სალონებზეა პასუხისმგებელი, სწორედ ამიტომ იახტაც ძალიან ბევრ საავტომობილო დეტალს მიიღებს. კაიუტის ავეჯიც კი Bentley-ს მიერაა დამზადებული, ხოლო ნაწილი Bentley Home-ის კატალოგიდანაა აღებული.
იახტაზე მუშაობის დროს ავტომწარმოებელი აქტიურად იყენებდა თანამედროვე ტექნოლოგიებს, მათ შორის 3D ბეჭდვასაც. გაფორმების ხარისხში რომ დარწმუნებულიყვნენ, გარკვეული ნივთები თავიდან მოდელების სახით დაამზადეს, მათ შორის სრული ზომის.