LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Bentley-მ თავის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მანქანის რეპლიკა შექმნა

146
bentley

კომპანია Bentley ომამდე მოდელს Speed Six-ს განაახლებს და 12 ცალ ზუსტ ასლს ააგებს. Speed Six – ეს არის ავტომობილი 6½ Litre-ის სპორტული ვერსია. 1929 და 1930 წლებში ის რბოლებზე გამოდიოდა და ბრიტანული ბრენდის ყველაზე წარმატებულ სპორტულ მოდელად ითვლება. ლეგენდარული ავტომობილის რეპლიკას ორიგინალი ჩანახატების მიხედვით ააწყობენ.

საინტერესოა, რომ ჩვენს დრომდე Speed Six-ის მხოლოდ ორი ეგზემპლარია შემორჩენილი – სარბოლო და საგზაო ვერსიები.

რაც შეეხება მათ იდენტურ ასლებს, მანქანების აწყობა ოქტომბრიდან დაიწყება და მთლიანობაში 12 ეგზემპლარი გამოვა. თორმეტივე ავტომობილი 2025 წლისთვის იქნება მზად და თითოეულის ფასი 1,5 მილიონი ფუნტი სტერლინგია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები