LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბიზნეს ჯეტი და ვერტმფრენი, რომელიც Bentley Bacalar-ს მიუძღვნეს

66
bentley

უნიკალური სპორტქარის Bentley Bacalar-ის წარმოება დასასრულს უახლოვდება. მთლიანობაში 12 ექსკლუზიური ავტომობილი აიგება და თითოეული მათგანი განსაკუთრებულ გაფორმებას მიიღებს. როგორც წესი, მფლობელთა ვინაობას არ ასაჯაროებენ, თუმცა ერთი კლიენტისთვის გამონაკლისი დაუშვეს. რამეთუ ამ სპორტქარის სტილში მან თავისი თვითმფრინავი და ვერტმფრენიც გააფორმა.

კენ რიჩი კერძო ავია რეისებზე სპეციალიზებული კომპანიის Flexjet-ის მფლობელია და უკვე მრავალი წელია Bentley-ს ერთგულ კლიენტად ითვლება. ბიზნესმენმა მუქ მწვანე ფერში შესრულებული სპორტქარი Bacalar შეუკვეთა.

მიღებულმა შედეგმა მეპატრონეზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მან იმავე სტილში ავიატრანსპორტის გაფორმებაც გადაწყვიტა. Flexjet-ის პარკში ტრანსპორტი ტრადიციულად წითელ და ოქროსფერ ფერებშია შესრულებული, თუმცა ორი ბიზნეს-ჯეტისთვის გამონაკლისი დაუშვეს და მთელი ექსტერიერი და ინტერიერიც სპორტქარის სტილში გააფორმეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები