Infiniti-მ ყველგანმავალი QX80 წარადგინა, მოდელი გადაკეთებული საბარგულით. მოსალოდნელი ავტო გამოფენის SEMA-თვის ლუქს ბრენდმა კარგად ნაცნობი მოდელის განსაკუთრებული ვერსია წარადგინა. კონცეპტმა მდიდრული აღჭურვილობა, აქსესუარები და საბარგულში ჩამონტაჟებული ელემენტები მიიღო. შოუ-ქარის საჯარო დებიუტი ლას-ვეგასში 5-8 ნოემბერს შედგება.
Autograph Lounge-ის საბარგულში დაამონტაჟეს ტელევიზორი და ხმის გამაძლიერებლებიც დადგეს. მთელი კონსტრუქცია ბორდოს ფერი ნატურალური ტყავითაა გაფორმებული. დაბლა არის ორი სათავსო, სადაც ღვინისა და წყლის ბოთლები მოთავსდება, ასევე იქნება საჭირო ჭურჭელიც, ღვინის ჭიქები თუ ბოთლის გასახსნელი.