Bugatti-მ მაგიდის საათი გამოუშვა, რომელიც Mercedes-Maybach S-Class-ზე მეტიც კი ღირს. საათის კორპუსი დამზადებულია კრისტალისგან, ხოლო მექანიზმი 189 კომპონენტისგან შედგება. სიახლე მხოლოდ 99 ეგზემპლარად იქნება ხელმისაწვდომი და თითოეულის ღირებულება 240 000 აშშ დოლარს შეადგენს.
Bugatti Calandre-ს შესახებ:
ეს საათი შექმნილია Bugatti-სა და ლუქს კლასის საათების მწარმოებელ Jacob & Co-ს შორის 2019 წელს დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში. მანამდე მათ არაერთი ტექნიკურად რთული მაჯის საათი ჰქონდათ ერთად დამზადებული. ახლა კი Jacob & Co-მ სრულიად განსხვავებული ფორმატი აირჩია — მაგიდის საათი, რომელიც მოთავსებულია ფრანგული ბრენდის Lalique-ის მიერ დამზადებულ დახვეწილ კრისტალურ კორპუსში.
დიზაინის შთაგონების წყარო გახდა Bugatti Type 41 Royale-ის წინა ნაწილი — კერძოდ, რადიატორის ბადე და ავტომობილის ემბლემა – „მოცეკვავე სპილო“, რომელიც რემბრანდტ ბუგატიმ (Rembrandt Bugatti) შექმნა.
საათის ციფერბლატი დამზადებულია ფოლადისგან და ძალიან ჰგავს Bugatti-ს დამახასიათებელ ფორმას — რომელიც მანქანის დიზაინის მთავარი ელემენტია. საათის თავზე წითელი კრისტალია მოთავსებული და კომპანიის ძვირფასი ქვებისადმი დამოკიდებულებას უსვამს ხაზს.




