LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჩინეთში ახალი Haval H7-ის გაყიდვები დაიწყო

106

ჩინეთში გაყიდვაში  ახალი Haval H7 გამოვიდა. კომპანია Great Wall-მა ბაზარზე წარადგინა ახალი კროსოვერი Haval Big Dog Plus, რომელიც Haval H7-ის სახელით არის ცნობილი. ჩინეთში იგი პოზიციონირდება როგორც Big Dog-ის (იგივე Dargo) მეორე თაობა. მოდელების ერთმანეთისგან განსასხვავებლად სიახლეს უბრალოდ Plus დაემატა. ის ხელმისაწვდომია როგორც შიდა წვის ძრავით, ასევე დამუხტვადი ჰიბრიდული (PHEV) სისტემით და ფასი 135 800-დან 183 800 იუანამდე მერყეობს.

ვიზუალის მიხედვით ახალი H7/Big Dog Plus შეცვლილი რადიატორის ბადით იცნობა, რომელზედაც დიდი ასოებით არის დაწერილი Haval. უკანა მხარეს კი Haval-ის ლოგო აღარ არის – მის ადგილს GWM-ის წარწერა ჩაენაცვლა. კროსოვერმა ასევე მიიღო ახალი დიზაინის ბორბლის დისკები. ზომები უცვლელი დარჩა: სიგრძე 4705 მმ, სიგანე 1908 მმ, სიმაღლე 1780 მმ, ბორბლებს შორის დაშორება – 2810 მმ.

სალონში შენარჩუნებულია წინა განლაგება: 12,3-დიუმიანი ციფრული პანელი და 14,6-დიუმიანი ცენტრალური ეკრანი.

რაც შეეხება ტექნიკურ შიგთავსს: შიდა წვის ორი ვარიანტი: 1,5-ლიტრიანი (181 ცხ.ძ.) და 2,0-ლიტრიანი (235 ცხ.ძ.) ძრავებია ხელმისაწვდომი.

1,5-ლიტრიანს ერთვის შვიდ საფეხურიანი „რობოტი“, 2,0-ლიტრიანს კი – ცხრა საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები