პარიზის ავტოსალონზე განახლებული Citroen C4-ის და C4 X-ის პრემიერა შედგა. ორივე მოდელმა 2022 წლის კონცეპტის Oli-ს მოტივებით შექმნილი დიზაინი მიიღო, შეიძინა განახლებული სავარძლები Advanced Comfort, რომელსაც ბევრად კომფორტული ფორმა აქვს და ბოლო თაობის მედია სისტემა, 3D ნავიგაციით და ChatGPT-ის მხარდაჭერით. ამ ყველაფერს ემატება 20-მდე ელექტრონული ასისტენტი ძრავის ელექტრიფიცირებით, რომელიც გულისხმობს როგორც ჰიბრიდს ასევე სრულად ელექტრონულ აგრეგატს. ევროპაში განახლებული C4-ის და C4 X-ის გაყიდვები 2025 წლის დასაწყისიდან დაიწყება.