შთამბეჭდავი დინამიკა ჩვეულ მოვლენადაა ქცეული მასობრივი ელექტრომობილებისთვისაც კი, თუმცა ზოგიერთი ავტომწარმოებელი უშვებს თავისი მოდელების კიდევ უფრო „გაძლიერებულ“ ვერსიებს იმ კლიენტებისთვის, ვისთვისაც ნორმა საკმარისი არ არის.
მსგავსი პრემიერების ბოლოდროინდელ სიაშია – ბრიტანულ-ჩინური ბრენდის ჰეტჩბეკი, ლეგენდარული ფრანგული კომპაქტის თანამედროვე ინტერპრეტაცია, ექსტრემალური სედანი სამხრეთ კორეიდან და მძლავრი სამრიგიანი კროსოვერი.