LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა ,,მის უკრაინის” ფინალისტზე იქორწინა

487
page 567

საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის ,,შახტარის” ფეხბურთელი დავით ხოჭოლავა დაქორწინდა.

26 წლის ხოჭოლავას მეორე ცოლი, ,,მის უკრაინა 2016”-ის ფინალისტი, იულია სიდორენკოა. მოდელი 22 წლისაა და მის შესახებ, ხშირად წერს უკრაინული მედია. გოგონა ხარკოვიდანაა და სამოდელო დარგში აქტიურ კარიერას იკეთებს. პიკანტური ფოტოებითაც ხშირად იწონებდა თავს.

სიდორენკომ ქართველ ფეხბურთელს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი მიუძღვნა: ,,ქმა­რო, მად­ლო­ბა შენ ჩვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის. მიყვარხარ…” – დაწერა ქალმა 7 ივნისს.

ხოჭოლავამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა საქორწინო ფოტო, მიუთითა დღესასწაულის თარიღი – 7 ივნისი და დასვა “უსასრულობის” ნიშანი.

ეს დათოსთვის მეორე ქორწინებაა.

2018 წლის მაისში ქართველი ფეხბურთელი ოდესელ ალინაზე დაქორწინდა, მაგრამ ეს ქორწინება, როგორც აღმოჩნდა, დიდხანს ვერ გაგრძელდა. მოგვიანებით ჩვენიანის გული იულია სიდორენკომ დაიპყრო, რომელიც 2013 წელს უკრაინის ულამაზესი ქალბატონების ტოპ 50-ში შედიოდა, ხოლო 2016 წელს სილამაზის კონკურსის ფინალში გავიდა.

დავით ხოჭოლავა უკრაინულ გადაცემაში: “ჰალსტუხის გარეშე” და ხაჭაპური

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები