LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Dacia Duster-ისგან „ბრაზიანი“ ელექტროქარი შექმნეს

116
Dacia Duster

რუმინეთში „ბრაზიანი“ ელექტრონული Duster ააგეს. რუმინულმა ფირმა Metalplast-მა Dacia Duster Electric წარადგინა – პირველი Duster სრულად ელექტრონული აგრეგატით. კროსოვერის ტრანსფორმაციას 2 წელზე მეტი დრო და 150 ათასი ევრო დასჭირდა.

პროექტის პერსპექტივა ამ ეტაპზე უცნობია, რამეთუ ასეთ Duster-ს ჩვეულებრივი მოხმარების გზებზე გადაადგილებაც კი არ შეუძლია, რადგან ტექნიკურად გაუმჯობესებას საჭიროებს.

„მწვანე“ Dacia Duster იდეაში სატესტო ავტომობილად იყო ჩაფიქრებული. კროსოვერმა დიდი ბამპერები, გაზრდილი საბურავების თაღები, ბევრად დიდი საბურავები და სხვა საინტერესო დეტალები მიიღო.

რაც შეეხება შიგთავს, 1,5 ლიტრის ძრავის ნაცვლად მოდელი 215 ძალის Nissan Leaf-ის აგრეგატით აღჭურვეს. 0-დან პირველ 100 კმ-ს 1700 კილოგრამიანი ელექტრო კროსოვერი 10,2 წამში გადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები