თითქმის სრულად განადგურებული ისტორიული Ferrari ელიტურ აუქციონზე გაიყიდება. RM Sotheby’s ოფიციალურ საიტზე უცნაური ლოტი გამოჩნდა. აუქციონის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ დამწვარი ძარისთვის წარმოუდგენელი ბრძოლა უნდა გაიმართოს, რამეთუ 1954 წლის Ferrari 500 Mondial Spider ახალ მფლობელს ეძებს. სავარაუდო ფასი 2 მილიონი დოლარია, რამეთუ მანქანის უნიკალურობას ქარხანაც ადასტურებს.
სპორტქარის კაპოტის ქვეშ 4 ცილინდრიანი ატმოსფერული 2,0 ლიტრის მოცულობის აგრეგატია მოთავსებული. სიმძლავრე 1950-იანი წლებისთვის საკმაოდ გამორჩეული – 170 ცხენის ძალაა. კოლექციონერები ამ მოდელს მცირე ტირაჟის – მხოლოდ 13 ეგზემპლარი, ისტორიული გამარჯვებისა და ესთეტიკისთვის აფასებენ.