კონსტრუქციული ხარვეზები ან შეცდომები აწყობის დროს ზოგჯერ ყველა კომპანიას მოსდის და ამ საკითხში გამონაკლისი არც მდიდრული ავტომობილების მწარმოებლები არიან. უფრო მეტიც, ბევრი ძვირადღირებული ავტომობილი საიმედოობით არც გამოირჩევა და მათი მთავარი პრობლემა ზედმეტად რთულ ტექნოლოგიებს უკავშირდება, ისეთებს როგორიც ბიუჯეტური მოდელების მეპატრონეებისთვის საერთოდ უცნობია.
მხოლოდ ამ წელს საზოგადოებამ რამდენიმე უკან გამოწვევის კამპანიის შესახებ გაიგო და ისინი სწრაფ სუპერ და ჰიპერქარებს, მდიდრულ სედანებს, ლიმუზინებს, მძლავრ კროსოვერებს და აგრესიულ ყველგანმავლებს ეხებოდა.