Ford-ი – ეს არა მხოლოდ მასობრივი სედანები, კროსოვერები, ამერიკაში სუპერ პოპულარული F-Series პიკაპები და საკულტო Mustang-ია, არამედ ასევე სარბოლო ტექნიკის ნამდვილი არმია.
წარსულში Rs-ის მანქანებზე ვისაუბრეთ, ამჟამად კი სპეციალიზებული მანქანები უნდა გავიხსენოთ. მათ მსოფლიოს სხვადასხვა დისციპლინებში გამოიჩინეს თავი, ასფალტზე, თოვლში თუ ხრეშიან გზაზე. მოუტანეს კომპანიას დიდება და პოპულარობა, თუმცა ყოველთვის თავად „ფორდის“ ქმნილებებიც როდი იყვნენ.







