სწრაფი, მძლავრი და ლამაზი ტექნიკა ყველას უყვარს. აღარაფერს ვამბობთ კლასიკასა და სერიულ დელიკატესებზე. თუმცა, ამ გალერეაში მოქცეულ მოდელებთან დაკავშირებით საუბარი არა მაღალ სიჩქარეზე და არც 3 წამში განვითარებულ 100 კილომეტრზეა. ამჯერად შედარებით მიწიერ დეტალებზე გავამახვილებთ ყურადღებას.
უფრო ზუსტად კი მასობრივ კროსოვერებზე აშშ-დან, რომელთა სიგრძეც 5 ან კიდევ უფრო მეტი მეტრია და სალონში ადგილები სამ რიგადაა განთავსებული.
ეს არის ატმოსფერული ძრავების ნამდვილი ოაზისი!