ტუნინგ ატელიეები და თავად ავტომწარმოებლები ძალიან ხშირად აფორმებენ ავტომობილებს უფრო ძვირადღირებული, პრესტიჟული, ანდაც იშვიათი და კლასიკური მოდელების სტილში. ჩვენს გალერეაში – ბოლო დროს შექმნილი მსგავსი სიახლეები მოხვდა.
ყველგანმავლები საკულტო სარბოლო ბოლიდებს ემსგავსებიან, კომპაქტური ჰეტჩბეკები ლეგენდარულ წინაპრებს გვახსენებენ, პიკაპი რარიტეტული ყველგანმავლის ასოციაციას იწვევს, ერთი სუპერქარი მეორეს ჰბაძავს, კემპერი ძველი ფურგონის შთაგონებითაა შექმნილი, ხოლო ბიუჯეტური სედანი თავს მასლ-ქარად მიიჩნევს.
საინტერესოა, რომ უმრავლეს შემთხვევაში ვიზუალი დიდად არ იცვლება და საქმე დეკორით შემოიფარგლება.






