წესი – „თუ რა სახელსაც ნავს დაარქმევთ, ისეც გაცურავს“ ავტო სამყაროშიც მოქმედებს, ამიტომ ავტომწარმოებლები ცდილობენ რომ თავის ქმნილებებს ცნობილი სახელები რაც შეიძლება დიდ ხანს შეუნარჩუნონ.
იმისათვის, რომ ახალი სახელების მოფიქრება არ მოუწიოთ, ისეთების რომელიც საზოგადოებაში არანაირ ასოციაციას არ იწვევს, კომპანიები დროის მიერ გამოცდილ სახელებს აცოცხლებენ.
ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმას რომ წარსულიდან მომავალ ცნობილ მოდელებსა და სიახლეებს არაფერი საერთო არ აქვთ. მთავარია, რომ საკულტო ისტორიული სახელი ყველას პირზე ეკეროს.