საავტომობილო კომპანიები რეგულარულად უშვებენ წყალბადზე მომუშავე სიახლეებს, თუმცა ყველაზე ხშირად საუბარი არა მასობრივ მოდელებზე, არამედ კონცეპტ-ქარებზე ან მცირე სერიულ პროექტებზეა. წყალბადის ავტომობილი ჯერ-ჯერობით მხოლოდ მწარმოებელთა მცირე წრისთვისაა საინტერესო. ასეთი ფირმები პირველი წელი არაა რაც ამ სფეროში მუშაობენ და თავის ტექნოლოგიებს უწყვეტად ავითარებენ, ცდილობენ სრულყოფილ დონემდე დაიხვეწონ.
ბოლო დროინდელ პრემიერათა სიაში რამდენიმე ასეთი პროტოტიპია. ეს არის კორეული კროსოვერი და იაპონური პიკაპი, ასევე ერთდროულად სამი ავტომობილი საფრანგეთიდან.