ელექტრომობილები საავტომობილო ბაზარს ეტაპობრივად იპყრობენ და ტრადიციული შიდა წვის ძრავის მქონე მანქანებსაც კარგად ავიწროებენ. მხოლოდ ბოლო პერიოდში მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა კომპანიებმა ერთდროულად რამდენიმე საინტერესო „მწვანე“ სიახლე წარადგინეს.
ამ მანქანებს შორისაა როგორც ყველასთვის კარგად ნაცნობი ელექტრონული კროსოვერები და პიკაპები, ასევე უჩვეულო პროექტები, მაგალითად ისეთი როგორიცაა ლიმიტირებული სპიდსტერი, ყველგანმავალი სუპერქარი ან სამადგილიანი კუპე.
ამ ავტომობილთაგან ზოგიერთი დღის სინათლეს ძალიან მალე იხილავს, ხოლო სხვების ლოდინი პოტენციურ მყიდველებს არაერთი წელი მოუწევთ. თუმცა, ეს ამად ნამდვილად ღირს.