LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ეპოქის დასარული – ბოლო ეგზემპლარები

118
ფოტო ეპოქის დასარული - ბოლო ეგზემპლარები

არც თუ ისე წარმატებული ავტომობილები „პენსიაზე“ ძალიან წყნარად და მშვიდად, ისე გადიან რომ ზედმეტ ყურადღებას არ იქცევენ, რამეთუ ისინი ავტომოყვარულებს ნაკლებად გაახსენდებათ. სრულიად განსხვავებულადაა საქმე საკულტო მანქანებთან მიმართებაში, ისეთებთან რომლებსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი ფანი ჰყავს.

ზოგჯერ მწარმოებელს უწევს რომ ყველაზე პოპულარულ მოდელებზეც კი თქვას უარი, მაგალითად მაშინ როცა მიზეზი ეკოლოგიური ნორმების გამკაცრებაა. ლეგენდარული ბრენდების საინტერესო ქმნილებებთან გამომშვიდობება მნიშვნელოვან მოვლენად გადაიქცევა ხოლმე. ჩვენს გალერეაში ბოლო პერიოდის რამდენიმე მაგალითი გავიხსენეთ: ბოლო თვეებში ორმა სპორტქარმა, კომპაქტურმა უნივერსალმა, მძლავრმა სედანმა და ძალიან ძვირადღირებულმა ჰიპერქარმა დაასრულა ცხოვრებისეული ციკლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები