მძლავრი და შეუმჩნეველი სედანების (ინგლისში მათ „სლიპერებს“ ეძახიან) შესახებ რომ ვსაუბრობთ პირველ რიგში BMW M5-ის და Mercedes-AMG E63-ის ასოციაცია იბადება გონებაში. სინამდვილეში ეს არც თუ ისე სამართლიანია, რადგან მსგავსი მანქანების ტომი ბევრად უფრო მასშტაბურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. და ბუნებრივია, ამ სიაში მრავლადაა ნაკლებად ცნობილი და თითქოს მივიწყებული გმირები.
ავტო ჟურნალისტებმა ყველაზე საინტერესო, სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის წარმომადგენელი ავტომობილები შეარჩიეს.