არ შეიძლება პოპულარული ავტომობილის ასე აღება და უბრალოდ პენსიაზე გაშვება. ავტომწარმოებლები ლეგენდარულ მანქანებთან გამოსამშვიდობებლად დიდ წვეულებებს აწყობენ ხოლმე, გამორჩეულ შემთხვევებში კი მსგავსი პატივის ღირსი გარკვეული მოდიფიკაციებიც ხდება.
მაგალითად, ასეთი გზით ემშვიდობებიან ფირმები საკულტო აგრეგატებს: ჩვენს დროში ელექტრონულ ძრავაზე გადასვლის გამო მსგავსი შემთხვევები არც თუ ისე იშვიათია. მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საავტომობილო კომპანიებმა მძლავრი სედანების, კუპეს, როდსტერების და კომპაქტური უნივერსალების არაერთი საინტერესო გამოსამშვიდობებელი გამოცემა წარადგინეს.