ესპანეთმა პომიდვრის ტრადიციულ ფესტივალს „ტომატინას“ უმასპინძლა. ქალაქ ბუნიოლის ქუჩებში პომიდვრის ომი მოეწყო. ბრძოლა თითქმის ერთი საათი გაგრძელდა და მასში 22 ათასმა მიიღო მონაწილეობა. შედეგად 120 ტონა პომიდორი განადგურდა.
უჩვეულო ტრადიცია სათავეს ჯერ კიდევ 1945 წლიდან იღებს და ის ქალაქის მფარველის წმინდა ლუსი ბერტრანის პატივსაცემად ტარდება.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალი ფრანკოს მმართველობის პერიოდში აიკრძალა, თუმცა 80-იან წლებიდან ისევ განახლდა და მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.