ფორმულა-1-ის ორგზის ჩემპიონი სუპერქარი Ferrari Enzo-ს პირველ ეგზემპლარს ყიდის. 2002-დან 2004 წლამდე პერიოდში Ferrari-მ Enzo-ს 400 ათასი ეგზემპლარი გამოუშვა და ჩვენს დროში მოდელი კოლექციონერთათვის ძალიან ღირებულ ლოტს წარმოადგენს. ამ სერიის წარმომადგენლები სხვადასხვა აუქციონებზე ხშირად ჩნდებიან, თუმცა ამჟამად წარმოდგენილი მოდელი შესაძლოა ყველაზე ძვირადღირებული გახდეს. საქმე მის სერიულ ნომერსა და ვარსკვლავურ მეპატრონეშია – 12 წლის განმავლობაში ავტომობილი ფორმულა-1-ის ორგზის ჩემპიონს ფერნანდო ალონსოს ეკუთვნოდა.
კუპეს გარბენი 4800 კილომეტრია, სავარაუდო ფასი კი 5 000 000 ევრო.