ენცო ფერარის სამსახურებრივი ავტომობილი აუქციონზე გაიყიდება. სიეტლში 865 ათას დოლარად იყიდება Ferrari 330 GT 2+2, რომელიც Ferrari-ს დამაარსებელს ეკუთვნოდა. გამყიდველის თქმით, 1962 წელს გამოშვებული კუპე არსებული ორი ავტომობილიდან ერთ-ერთია. ამასთან, ამ მოდელს ენცო სამსახურებრივი საქმიანობისთვის იყენებდა. ცოტა ხნის წინ კუპეს ძვირადღირებული სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა და ამ პროცესის შედეგად რარიტეტს სრულად ავთენტური სახე დაუბრუნეს.
გამყიდველი იმასაც ამტკიცებს, რომ შემორჩენილი კუპე ენცო ფერარის პირადი შეკვეთით დამზადდა და ამ ავტომობილით ის 2 წლის განმავლობაში დადიოდა. 1964 წელს ავტომობილი აშშ-ში გადაიტანეს და მოდელის შემდგომი ბედი უცნობია.