LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Ford-მა ერთი მოდელის გამოსაცდელად სარბოლო ტრასა ააგო

114
Ford

კომპანია Ford-მა ერთი მოდელის დასატესტად ახალი ტრასა ააგო. 2023 წლის შემოდგომაზე კომპანიამ კროსოვერი Mustang Mach-E Rally წარადგინა, მოდელი რომელმაც 2 ძრავიანი აგრეგატი და განახლებული სისტემები მიიღო. ისევე როგორც ყველა სხვა მოდელს, მანამ სანამ წარმოებაში ჩაეშვებოდა, სიახლესაც ათობით ტესტირების გავლა მოუწია. ელექტრომობილის ახალი მოდიფიკაციისთვის მწარმოებელმა სატესტო პოლიგონზე ცალკე სარბოლო ტრასაც კი ააგო.

მთელი რიგი გადამცემებითა და გასაზომი ხელსაწყოებით აღჭურვილი ტრასა Ford-ის გუნდმა ისეთი ტექნოლოგიებით შექმნა, რომ ის არა მხოლოდ ვიზუალურად ყოფილიყო რალი-ტრასის მსგავსი, არამედ მახასიათებლებიც ანალოგიური ჰქონოდა.

პირადი ტრასის დამსახურებით მუშაობის პროცესში ხარჯები შემცირდა, ასევე Mustang Mach-E Rally-ის პროექტი ბოლო წუთამდე საიდუმლოდ დარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები